დაბა ლაითურში 40 ჰექტრამდე ფართობი იწვის

დაბა ლაითურში 40 ჰექტრამდე ფართობი იწვის

ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 30-40 ჰექტარი ფართობი იწვის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ოზურგეთის სახანძრო სამსახურის უფროსმა ვარდენ რუსიაშვილმა განუცხადა .

მისი ინფორმაციით, ხანძრის მასშტაბიდან გამომდინარე მისი მთლიანად ლოკალიზება ამ დრომდე ვერ მოხერხდა და ცეცხლის რამდენიმე კერა ჯერ კიდევ რჩება.

ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ადგილობრივი სახანძრო სამსახურის გარდა ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სამაშველო სამსახურის ბრიგადებიც მონაწილეობენ. სახანძრო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი ჩავიდა ბათუმიდანაც.

წინასწარი ინფორმაციით, ჩაის გაველურებული პლანტაციების გარდა დამწვარია დაბა ლაითურში ახლახან გაშენებული ნაძვნარიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.