რამდენიმე ახალგაზრდამ ვარდების მოედანზე მდებარე ველოსიპედის ძეგლი გვირგვინით შეამკო. მათი თქმით, ეს გვირგვინი იმ ველოსიპედს ეძღვნება, რომლითაც დღეს თურქეთში პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაიმტვრა .
როგორც ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენელმა გიგა კვირკველიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უკეთესი იქნება, თუკი ველოსიპედის ძეგლს ვარდების რევოლუციის მოედნიდან აიღებენ და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაიტანენ. მისი თქმით, ველოსიპედის ძეგლის ადგილი დღეიდან სწორედ პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოშია.
ამასთან, დღევანდელი აქციის მონაწილეები ირწმუნებიან, რომ ისინი არ მიეკუთვნებიან არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას და არიან მხოლოდ ერთმანეთის მეგობრები. ახალგაზრდების მიერ ველოსიპედის ძეგლის გვირგვინით შემკობის შემდეგ რესპუბლიკის მოედანზე მივიდა მოქალაქე, რომელმაც ამავე ძეგლთან იასამნის თაიგული მიიტანა.