საკრებულოს თავმჯდომარე დიპკორპუსთან შეხვედრებს იწყებს

საკრებულოს თავმჯდომარე დიპკორპუსთან შეხვედრებს იწყებს

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრებს იწყებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის საკრებულოდან აცნობეს, საკრებულოს თავმჯდომარე დღეს იტალიის ელჩის მოადგილეს ეუჯენიო კარლუჩის შეხვდა.

შეხვედრის მთავარი თემა, უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში, თბილისის საკრებულოში განვითარებული მოვლენები იყო.

"საკრებულოს უმრავლესობიდან დეპუტატების გადაბირებისა და პოლიტიკური ზეწოლის ფაქტები, ზაალ სამადაშვილმა დიპლომატს თავად გააცნო. შეხვედრას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის"" თავმჯდომარე კოკი იონათამიშვილი და უმრავლესობის სხვა დეპუტატებიც ესწრებოდნენ. უახლოეს მომავალში, საკრებულოს თავმჯდომარის შეხვედრა, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთანაც იგეგმება", _ აცხადებენ საკრებულოში.