საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, სტამბულში პრეზიდენტის დაშავებასთან დაკავშირებით მან არაფერი იცის.
როგორც ჟურნალისტებს მაია ფანჯიკიძემ განუცხადა, ამის შესახებ მას ზუსტად იმდენივე ინფორმაცია აქვს, რამდენიც მედიას.
"მე გავიგე ამის შესახებ და ვცადე დავკავშირებოდი პრეზიდენტის პროტოკოლის ხელმძღვანელს. სამწუხაროდ, მასთან დაკავშირება ვერ მოვახერხე. ორი სიტყვის მერე ტელეფონი გაითიშა. შემდეგ მისგან მომივიდა მესიჯი, რომ ტელეფონი არ მუშაობდა და დაცლილი იყო და ამიტომ ვერ დამიკავშირდა", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.
მისივე განმარტებით, პრეზიდენტის თანმხლებ პირებს თურქეთში საქართველოს საელჩოსთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და აქედან გამომდინარე, მისთვის ცნობილია მხოლოდ ის, რაც მედიით გაჟღერდა, რომ მან დაიზიანა ხელი და სტამბულის საავადმყოფოში გადის მკურნალობის კურსს.