მცხეთა-მთიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებისთვის მედია-ტური გამართა.
ტურის ფარგლებში, ჩოჩელმა ჟურნალისტებს მის ბიზნეს-ჯგუფში შემავალი კომპანიები, კერძოდ, "შპალის ქარხანა", "ბარამბო" და "ზედაზენი" დაათვალიერებინა.
როგორც ცნობილია, ამ დროისთვის "შპალის ქარხანა" გაჩერებულია. ქარხანის დათვალიერების შემდეგ კი ჩოჩელმა ჟურნალისტებთან ერთად იმგზავრა და მედიისთვის საინტერესო კითხვებსაც უპასუხა.
რაც შეეხება "ბარამბოს", როგორც კომპანიაში აცხადებენ, "ბარამბო" აქტიურად განაგრძობს წარმოებას, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მისი ქონება დაყადაღებულია, ტენდერებში ვერ მონაწილეობს, რაც ამმხრივ, კომპანიას აზარალებს.
მედია-ტურის დასასრულს კი ჟურნალისტები სს "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ ბაზარზე ახალი ლუდის - "ხევსურულის" გამოშვების პრზენტაციას დაესწრნენ.
ლუდის პრეზენტაცია საგურამოში გაიმართა.
ღონისძიებაზე ხევსურული ტრადიცია გააცოცხლეს და ხევისბერმა ბეწიწურ არაბულმა ლუდის დალოცვის რიტუალი ჩაატარა; ასევე შერულებულ იქნა ხევსურული სიმღერები, ლექსები და ა.შ.