ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, "სლოვაკეთი საქართველოს ევროინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია".
ამის შესახებ პეტრიაშვილმა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩეკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მიმოვიხილეთ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებები და ნაბიჯები, იმისათვის, რომ კიდევ უფრო სწრაფად მოხდეს საქართველოს ევროინტეგრაცია და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება. ჩვენ მივიღეთ მტკიცე მხარდაჭერა სლოვაკეთისგან ამ ორი მიმართულებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელიც ამ მიმართულებით სლოვაკეთს გააჩნიაა. მოგეხსენებათ, ის სულ რამდენიმე წელია, ევროკავშირის და ნატო-ს წევრია და რა თქმა უნდა, მათი კონკრეტული გამოცდილება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩვენ ვისაუბრეთ ვილნიუსის სამიტზე და იმაზე, რომ ასოცირების შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მომავალ ნაბიჯებს ევრინტეგრაციის პროცესში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.