თბილისში მდებარე პარლამენტის შენობაში, ხვალ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
ღონისძიებაში მონაწილეობას პრემიერი-მინისტრი, დეპუტატები და ზვიად გამსახურდიას უზენაესი საბჭოს წევრები მიიღებენ. მანამდე პარლამენტის წევრები 9 აპრილის მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
პოლონეთში ვიზიტის გამო ღონისძიებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი.