თეა წულუკიანის განცხადებით ID ბარათის ჩიპზე წინა ხელისუფლება დამატებითი ინფორმაციის შენახვას გეგმავდა, რომლის დამადასტურებელ ვიდეო რგოლსაც ის უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
“ახალი პირადობის მოწმობებიის საკითხზე მე პირადად ჩართული ვიყავი შიდა უწყებრივ კვლევაში და დავადგინე ყველა ის ინფორმაცია და ინფორმაციის ნაწილი, რომელიც არის დაცული ID ბარათის ჩიპზე, ეს არის ის ინფორმაცია რომელიც ID ბარათზე წერია და პლუს მოქალაქის მისამართი, მეტი არაფერი ამ ჩიპზე შენახული არ არის. მე შესაბამის ვიდეო რგოლს გამოვაქვეყნებ, ეს ალბათ ჟურნალისტებს განსაკუთრებით დაგაინტერესებთ, თუ რას გეგმავდა წინა ხელისუფლება რომ მიება ID ბარათის ჩიპზე”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა გორში, ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
წულუკიანის თქმით იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად შეესაბამება ის ინფორმაცია რაც ამჯამად ჩიპზე ინახება რელიგიურ დოგმებს, ის უახლოეს კმომავალში წმინდა სინოდს მიმართავს:
“მე უახლოეს დღეებში მივმართავ სინოდს და მინდა მათგან მოვისმინო კვალიფიციური აზრი, თუ რამდენად შეიძლება მონაცემთა ეს ნუსხა ეწინააღმდეგებოდეს რელიგიურ დოგმებს”, – განაცხადა წულუკიანმა, მისი თქმით ამ საკითხთა დაკავშირებით საკუთარი პოზიციიის დაფიქსირება რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებსაც შეუძლიათ და ყველას აზრის გათვალისწინების შედეგად,ზაფხულისთვის, სავარაუდოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება.