თურქული მედია საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებულ შემთხვევის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რამდენიმე თურქული სააგენტო იუწყება, მიხეილ სააკაშვილი ველოსიპედით სეირნობისას საავტომობილო გზაზე გადავიდა და ტრაილერს შეეჯახა. მას, ხელის მოტეხილობის გარდა, მას სხვა დაზიანებებიც აღენიშნება.
"ინტერპრესნიუსისთვის" დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პრეზიდენტი სტამბულის საავადმყოფოში მკურნალობს. არსებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ანტალიაში ველოსიპედით სეირნობისას ხელი მოიტეხა. მომხდარის გამო თურქეთში პრეზიდენტის მონაწილეობით დაგეგმილი ღონისძიებები გადაიდო.
მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთში 6 აპრილს გაემგზავრა.