რუსეთში მასობრივი არეულობების მოწყობასთან დაკავშირებით გადაცემა „პროტესტის ანატომიის“ მიერ გავრცელებული ვიდეო-კადრების სინამდვილე, „მემარცხენე ფრონტის“ აქტივისტმა კონსტანტინე ლებედევმა დაადასტურა, იგი ამ კადრებში ფიგურირებს. ეს ინფორმაცია ლებედევის ადვოკატმა, ვალერი ლავროვმა გაახმაურა.
„ლებედევმა აღიარა, რომ ადამიანები, რომლებიც კადრებში არიან, ნამდვილად იმყოფებოდნენ იმ დროს იმ ადგილას. საუბარი, რომელიც არის ფილმში, რეალურად გაიმართა“ - განაცხადა ადვოკატმა.
გამოძიების მიხედვით, რუს ოპოზიციონერებთან გივი თარგამაძის შეხვედრა მინსკში 2012 წლის ივნისში შედგა. რამდენიმე დღის წინ, კონსტანტინე ლებედევმა დანაშაული აღიარა და მას 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდება.