აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ნინო ბურჯანაძის პარტია "დემოკრატიული მოძრაობის" გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია დაინიშნა.
შესაბამისი გადაწყვეტილება აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.
შეგახსენებთ, რომ გია ბარამიამ აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის პოსტის დატოვების შესახებ განცხადება 5 აპრილს დაწერა. ამასთან, უცნობია, დააკმაყოფილა თუ არა თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ მისი თხოვნა საქართველოს პრეზიდენტმა.