საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კულტურის მინისტრად ინიშნება. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა , როდესაც მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა მთავრობაში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით.
კერძოდ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაია ფანჯიკიძე კულტურის მინისტრად, ხოლო სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრად ინიშნება.
"მთავრობაში არანაირი ცვლილებები არ იგეგმება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.