"მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების გაერთიანებულ კანონპროექტს ელისო ჩაფიძე და აჭარის დეპუტაცია პარლამენტში უახლოეს დღეებში წარადგენს.
გაერთიანებულ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში ბიუროს სხდომაზე განიხილავენ, რის შემდეგაც კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები გაიმართება.
ელისო ჩაფიძის განცხადებით, არსებული კანონპროექტები ერთმანეთის იდენტურია, ამიტომ ინიციატორებმა პარლამენტიდან კანონპროექტების გაწვევის გადაწყვეტილება მიიღეს.
უმცირესობის წევრ შოთა მალაშხიას განცხადებით, "მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების განხილვაში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრებიც უნდა ჩაერთონ.