იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, არმაზ ახვლედიანს ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით დისციპლინის დამყარება შეუძლია.
ამის შესახებ წულუკიანმა პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმსარულებელ მდივნად პოლიტოლოგ არმაზ ახვლედიანის დანიშნვნის კომენტირებისას განაცხადა.
"მე არმაზ ახვლედიანს დიდ პატივს ვცემ და ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ორგანიზაციის შიგნით დისციპლინის დამყარება, კარგი მენეჯმენტი და ჩემი აზრით, ის ამმხრივ არის უკომპრომისო. იმ ძალიან დიდ და ახალ პარტიას, რომელიც იყო გამარჯვების ლოკომოტივი დიდ წინა არჩევნებზე, სჭირდება ისეთი ადამიანი, რომელიც გათავისუფლებულია საპარლამენტო ვალდებულებებისგან და იმ დეპუტატებს, რომლებიც პარტიის ხელმძღვანელბი არიან, დაეხმარება რომ მისი გამოცდილება მოახმარონ პარტიის გაძლიერებას. ბატონი არმაზი წლების მანძილზე იყო პოლიტიკური სწავლების სკოლის შესანიშნავი ხელმძღვანელი და ეს შეფასება მე არ მეკუთვნის, ეს შეფასება ეკუთვნის იმ უცხოელ ელჩებს, რომლებიც მასთან თანამშრომლობდნენ", - განაცხადა წულუკიანმა.