საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი კონკრეტულ შედეგებს მოიტანს.
ამის შესახებ ფანჯიკიძემ სასტუმრო Holiday Inn-ში ბიზნესფორუმის დაწყებამდე განაცხადა.
"საქართველოს სტუმრობს სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი და მისი ვიზიტის ფარგლებში იმართება ეს ბიზნესფორუმი. მას ჩამოყვნენ სლოვაკი ბიზნესმენები. ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ხალხი დაინტერესებულია, რომ საქართველოში განახორციელონ აქტივობები ბიზნესის მიმართულებით, ამიტომ ქართული მხარე წარუდგენს მათ შესაძლებლობებს, თუ რომელ დარგებში, რომელ სფეროებში შეიძლება, მოხდეს ინვესტირება სლოვაკეთიდან და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფორუმი კონკრეტულ შედეგეს მოიტანს. ამ ფორუმის მსვლელობისას ხელი მოეწერება შეთანხმებებსაც, აქედან გამომდინარე, მე მივესალმები სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივას, რომ ოფიციალურ ვიზიტს გადააბან ბიზნესფორუმის ჩატარების შესაძლებლობა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.