საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, შეიცვალნენ თბილისისა და სამხარეო სამმართველოების უფროსები. საკადრო ცვლილებები "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინიტროს პრესსამსახურის უფროსმა, ნინო გიორგობიანმა დაუდასტურა. მისი ინფორმაციით, თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი მიხეილ ჩიკვაიძე ალექსანდრე ჭიკაიძემ ჩაანაცვლა.
ცვლილებები მოხდა გლდანი-ნაძალადევის პოლიციაშიც - უფროსის პოსტზე გიორგი ტურიაშვილი გრიგოლ ბესელიამ შეცვალა.
ძველი თბილისის პოლიციის უფროსის პოსტზე ლაშა შალვაშვილი შალვა ბედოიძემ ჩაანაცვლა, ისანი-სამგორის პოლიციას კი მუხრან ლობჟანიძის ნაცვლად, ვანო პაპიაშვილი უხელმძღვანელებს.
საკადრო ცვლილებები განხორციელდა სამხარეო სამმართველოებშიც, - გურიის სამხარეო სამმართველოს უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლდა ზაზა პეტრიაშვილი, რომელიც გოჩა ფერსაშვილმა შეცვალა.
სამცხე-ჯავახეთის მთავარ სამმართველოს კი, ვახტანგ ტალახაძის ნაცვლად რეზო მუმლაძე ჩაუდგა სათავეში.
მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსი მიხეილ ხორგუაშვილი ივანე ზურაბაშვილმა ჩაანაცვლა.