თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხიდებთან სატვირთო მატარებლის ოთხი ვაგონი ამოტრიალდა .
ვაგონების საწვავით იყო დატვირთული, რამაც დიდი რაოდენობით საწვავის დაღვრა გამოიწვია.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია თბილისის საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახური. სამსახურის თანამშრომლები სწავავის აალების თავიდან აცილებას ცდილობენ.