პროექტის "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისთვის" ფარგლებში, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ხვალ, გორში, პრესკონფერენციას გამართავს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს. მედიასთან მინისტრის შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართება. შეხვედრაზე მიწვეულნი არიან, როგორც რეგიონული, ისე ცენტრალური მედიის წარმომადგენლები.
თეა წულუკიანი ჟურნალისტების შეკითხვებს 3 საათის განმავლობაში უპასუხებს.