საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბაქოში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე დასასწრებად გაემგზავრნენ.
ეკონომიკური ფორუმის მთავარი მიზანს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური განვითარების პერსპექტივების განხილვა წარმოადგენს.
ფორუმს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გახსნის. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ დავით ნარმანიას სიტყვით გამოსვლაც არის დაგეგმილი.