ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მუდმივმოქმედმა კომისიამ 48 პატიმრის გათავისუფლება გადაწყვიტა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, კომისიის სხდომაზე 300-მდე მსჯავრდებულის საქმე განიხილეს, რომელთაც პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების მიერ უარი ეთქვათ.
"პრიორიტეტი მიენიჭა პირებს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან ხასიათდებიან დადებითად და სასჯელის სრულ მოხდამდე დარჩენილი აქვთ 6-თვემდე. ამასთანავე, ინდივიდუალურად შეფასდა მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები", - აცხადებენ სამინისტროში.
კომისიის გადაწყვეტილებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს 48 მსჯავრდებული, მათ შორის არიან 5 მძიმე ავადმყოფი და 5 ქალი.