რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, დანარჩენი საკითხები კი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში , რომელიც მიხეილ სააკაშვილის თურქეთში ვიზიტს შეეხება. საქართველოს პრეზიდენტი და თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დღეს ერთმანეთს შეხვედნენ.
"მხარეებმა ისტორიული და კულტურული ძეგლების აღდგენა-რესტავრაციის თემაზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ეკლესიებში ქართველ სპეციალისტებს ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე დაუშვებენ, რათა მათ სრული აღწერა და აღდგენითი სამუშაოების სათანადოდ მომზადება შეძლონ. შეხვედრისას, საუბარი ასევე რაბათის ციხის საკითხს შეეხო. ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რაბათის ციხის გუმბათი არ შეიცვლება, ხოლო ყველა სხვა საკითხი ურთიერთპატივისცემის პირობებში გადაწყდება. მათი განცხადებით, კულტურული მემკვიდრეობა ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე თემაა და მხარეები თითოეულ ამ საკითხს სწორედ ამის სრული გათვალისწინებით განიხილავენ", - ნათქვამია პრეზიდენტის "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილმა თურქეთის პრემიერ-მინისტრს წიგნი "ახალი საქართველო (ქართული არქიტექტურა ვარდების რევოლუციის შემდეგ 2003-2012)" დაათვალიერებინა, რომელშიც რაბათის ხედებიც არის შესული.
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს პირველ პი