ჩრდილოეთ სირიაში ოთხი იტალიელი ჟურნალისტი მძევლად აიყვანეს. ამის შესახებ "როიტერი" იუწყება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით იტალიელი ჟურნალისტები თურქეთის საზღვართან ახლოს, ჩრდილოეთ სირიის ტერიტორიაზე აიყვანეს მძევლად. თუმცა, ის სხვა დეტალებს აღარ ახმაურებს.
იტალიური მედიის ცნობით, ერთ-ერთი ჟურნალისტი ტელეკომპანია RAI-ში მუშაობდა, ერთ-ერთი წარმოშობით სირიელი ქალბატონი იტალიური გაზეთისთვის მუშაობდა, ორი გატაცებული ჟურნალისტი კი ფრილანსერი იყო.
სირიის დასავლეთით, თებერვალში იტალიის ერთი, დეკემბერში კი რუსეთის ორი მოქალაქე გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით სამივე მათგანი სამხედროებში გადაცვლის შედეგად გაათავისუფლეს.