ვატო შაქარიშვილი: ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ - თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს

ვატო შაქარიშვილი: ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზალიბერალიზაციის შეჩერებით ვერ გატეხავენ - თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს

ყოველგვარი უტრირების და პათეტიკის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ  ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებით(?) ვერ გატეხავენ! ჩვენი ქვეყნისთვის, სარწმუნოებისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება,  - წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ჯალალედინს დღეს სხვა სახე აქვს და ევრობიუროკრატები პირდაპირი დაპყრობის ნაცვლად, ითხოვენ, რომ ჩვენივე ხელით დავანგრიოთ და გავანადგუროთ საქართველო, უარი ვთქვათ მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე, ოჯახზე, თავისუფლებაზე.

“ყოველგვარი უტრირების და პათეტიკის გარეშე უნდა ვთქვათ, რომ  ქართველ ხალხს, რომელსაც ჰყავს 100 000 მოწამე, ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერებით(?) ვერ გატეხავენ! ჩვენი ქვეყნისთვის, სარწმუნოებისთვის, გადარჩენისთვის ბრძოლა დღესაც გრძელდება. ჯალალედინს სხვა სახე აქვს - ფონ დერ ლაიენი, კაია კალასი და მთლიანად ევრობიუროკრატიაა ჯალალედინის არმია. პირდაპირი დაპყრობის ნაცვლად, დღეს ითხოვენ, რომ ჩვენივე ხელით დავანგრიოთ და გავანადგუროთ ქვეყანა. უარი ვთქვათ მართლმადიდებლობაზე, ტრადიციებზე, ოჯახზე, თავისუფლებაზე... მაშინაც, კომფორტს და პრივილეგიებს სთავაზობდნენ, მას ვინც ამ ყველაფერს უარყოფდა, მაგრამ ერთეულების გარდა, ქართველმა ხალმა თავგანწირვა არჩია! 

დღევანდელი ევროკავშირი საქართველოს ისეთივე მტერია, როგორიც ჯალალედინის არმია იყო. მათაც ხომ საქართველოს გადაწვა სურთ უკრაინის მსგავსად, ბომბების წვიმა თბილისის ცაზე, სიონის და სვეტიცხოვლის დანგრევა, თანაც ეს ყველაფერი ჩვენივე ხელით უნდა გავაკეთოთ, მათი ინტერესებისთვის. 

ძალიან ღრმად არის წასული ევროკავშირის ლპობის პროცესი, ინგრევა შეუქცევადი ტემპით და საკუთარი უსუსურობის, უუნარობის და დეგრადაციის გადაფარვას ჩვენს ქვეყანაზე შურისძიებით ცდილობენ. 

ჯერ კიდევ საკითხავია, რამდენად მოახერხებენ ამ გადაწყვეტილების მიღებას, მაგრამ თუ ეს მოხდა, შანტაჟის ბოლო ტყვიასაც ფუჭად გაისვრიან და კიდევ უფრო დააჩქარებენ თავსმოხვეული ევროისტერიის საბოლოო დასასრულს!” - წერს ვატო შაქარიშვილი.