საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის 600 ვაკანტურ ადგილზე 4383 განაცხადი შემოვიდა. უპრეცენდენტოდ მაღალი კონკურსის გათვალისწინებით, საქართველოს შეიარაღებული ძალები არჩევს ღირსეულ მოქალაქეებს, რომლებმაც ჩვენი სამშობლო უნდა დაიცვან.
„პალდოს“ ბაზაზე მყოფმა რეკრუტების ნაწილმა (60 რეკრუტი), რომლებიც ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ არ არიან სამხედრო მოსამსახურეები, წესდებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება მათი ბაზიდან დათხოვნის შესახებ.
გერქვას ჯარისკაცი და იცავდე სამშობლოს - ღირსეულთა ხვედრია. ჯარისკაცების ღირსების დაცვა კი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უპირველესი მოვალეობაა.