ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით მთავრობის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა 73 ხმით, 6-ის წინააღმდეგ, მესამე მოსმენით მიიღო. "სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" შესატანი ცვლილებების პროექტის კენჭისყრას წინ უძღოდა ხანგრძლივი დებატები კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლებსა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს შორის.
მთავრობის ინიციატივითა და პარლამენტის მხარდაჭერით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოსთან დაკავშირებულ 226-ე მუხლის I ნაწილის იმგვარად კორექტირება მოხდა, რომლის მიხედვითაც, თუ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, საქმეს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო განიხილავს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაში არ მოხდება, თუკი მხარეები შეთანხმდებიან, რომ საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა არ განიხილონ.
"ნაციონალური მოძრაობის" შეფასებით, აღნიშნული ინიციატივით ბრალდებულის უფლება - თავად გადაწყვიტოს საქმე სასამართლომ განიხილოს, თუ ნაფიცმა მსაჯულებმა, პროკურორების ხელში გადადის.