საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამხრეთ კორეელ ინვესტორთა დელეგაციას შეხვდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებიდან აცნობეს, შეხვედრაზე ნოდარ ხადურმა სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები, მოქმედი საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობა, ასევე, ის ნაბიჯები გააცნო, რომელსაც მთავრობა ინვესტორების საქმიანობის ხელშეწყობისა და წახალისებისთვის დგამს."საქართველოს ფინანსთა მინისტრთან ნაყოფიერი შეხვედრა გაიმართა. მოხარულები ვართ, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს გააუმჯობესოს საინვესტიციო გარემო ქვეყანაში. ჩვენთვის განსაკუთრებული ინტერესის სფეროა ენერგეტიკა, ფინანსური სექტორი და აღნიშნული მიმართულებით შემდგომი ვიზიტის დროს წარმოვადგენთ თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებს", - განაცხადა კომპანია KDB-ის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა ბიონგ ჯო ჩანმა.
ნოდარ ხადურის შეფასებით კი გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანია. "შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის უმსხვილესი კომპანიების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, რომ მათ აქვთ კონკრეტული იდეებიდა იმედები იმისა, რომ ისინი შეძლებენ სერიზოული ბიზნესპროექტების განხორციელებას საქართველოში", – აღნიშნა მინისტრმა.
დელეგაციას საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მასპინძლობს. დელეგაციაში, რომელიც საქართველოში საინვესტიციო გარემოს გასაცნობად მთავრობისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან მართავს შეხვედრებს, შედიან უმსხვილესი სამხრეთ კორეული კომპანიების წარმომადგენლები ენერგეტიკის, სამშენებლო, წარმოებისა და ფინანსური სექტორებიდან, მათ შორის, არიან ისეთი კომპანიების ხელმძღვანელები როგორებიცაა: Hყნდაი E&ჩ, KDB, BKB.