მმართველი გუნდი ბრიტანეთის ელჩის განცხადებებს კიდევ ერთხელ აფასებს. მათი თქმით, ელჩი ვენის კონვენციას არღვევს და მისი გზავნილები დაცლილია სიმართლისა და ობიექტურობისგან.
„ეს განცხადებები, ვფიქრობ, უფრო კეთდება იმისთვის, რომ იგივე იმ დასავლეთში გარკვეული საზოგადოებრივი აზრი კვებონ იმასთან დაკავშირებით, საქართველოში როგორ არის შელახული ჟურნალისტის თუ მედიის თავისუფლება“, - განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, დიპლომატმა თქვა, რომ მზია ამაღლობელი ხელისუფლების კრიტიკის გამო დააკავეს. ასევე, ითხოვს პატიმრების გათავისუფლებას და იმ კანონების გაუქმებას, რომელთა ერთადერთი მიზანი საქართველოში გამჭვირვალობის უზრუნველყოფაა. „ქრონიკამ“ დიდი ბრიტანეთის საელჩოს მიმართა კითხვით, თუ რაზე დაყრდნობით უწოდებს ელჩი კონკრეტულ სამართლებრივ საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულს. თუმცა დიპლომატიური წარმომადგენლობა ამ დრომდე დუმს.