ცენტრალური საარჩევნო კომისია მუდმივად აწვდის საზოგადოებას და ყველა დაინტერესებულ მხარეს ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად ცესკო აქტიურად იყენებს ყველა საშუალებას საზოგადოების სწორად და დრულად ინფორმირებისთვის, მათ შორის სოციალურ ქსელებს. სულ ცოტა ხნის წინ კი გააქტიურდა ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის ოფიციალური Facebook-ის გვერდი და ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შესაძლებლობა ეძლევა უშუალო კონტაქტი ჰქონდეს კომისიის თავმჯდომარესთან, დაუსვას მას ესა თუ ის კითხვები, მიიღოს ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის და თავმჯდომარის აქტივობების შესახებ, და კიდევ უფრო გაზარდოს საკუთარი ჩართულობა საარჩევნო პროცესებში.