საქართველოს კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნის ვანო მერაბიშვილის დღევანდელ განცხადებას, ნეობოლშევიკურს უწოდებს.
როგორც გურამ ოდიშარიამ დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მერაბიშვილის განცხადება, რომ რაბათის ციხის არც ერთი გოჯის დათმობას არ აპირებს, კომინუსტური განცხადების მსგავსია.
"როდესაც მოვდიოდით მთავრობაში, მთავარი ლოზუნგი იყო, რომ ჩვენ ყველანი ერთად გავიმარჯვებთ. ვისაც ჩვენთან ერთად არ უნდა გამარჯვების მოპოვება, ჩვენს გვერდით ვერ იქნება", - განაცხადა ოდიშარიამ.
კულტურის სამინისტროში დღეს რაბათის ციხის თემასთან დაკავშირებით მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრაში მონაწილეობდა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილიც.
"არ მოგანგრევინებთ არც გუმბათს და არც ჯვრის ელემენტებს გაგატანინებთ მეჩეთიდან", - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, ვანო მერაბიშვილმა რაბათის ციხესთან დაკავშირებით კულტურის სამინისტროში მიმდინარე მრგვალ მაგიდაზე შეკრებილ ხელისუფლების წარმომადგენლებს.
მერაბიშვილის განმარტებით, ნგრევის წინააღმდეგ მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს გამოიყენებს.