საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაჩიძის განცხადებით, იმ დროს როდესაც ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით კანონპროექტში პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენამდე არანაირი ცვლილება არ მომხდა, იურიდიულ საკითხა კომიტეტმა ორი აბსოლუტურად განსხვავებული დასკვნა დადო.
როგორც ხაჩიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინდელ დასკვნაში ვახტანგ ხმალაძის კომიტეტი მიზანშეუწონლად მიიჩნევდა საკითხის მოსმენაზე გატანას, დღევანდელ დასკვნაში კი მიზანშეწონილად მიიჩნევს.
"მე ხელთ მაქვს იურიდიული კომიტეტის ორი დასკვნა – გუშინდელი და დღევანდელი. იმ დროს როდესაც გუშინდელი დღიდან დღემდე არც ერთი ასო, არც ერთი სიტყვა არ შეცვლილა კანონპროექტში, ამ ორ დასკვნაში მოხდა ცვლილება. გუშინდელ დასკვნაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წერდა, რომ მათ კომიტეტს მიზანშეუწონლად მიაჩნია ამ საკითხზე მსჯელობა პირველ მოსმენაზე. დაღამდა, დავიძინეთ, დილით მოვედით და დაგვხვდა უკვე მეორე დასკვნა, რომ დღეს ხმალაძის კომიტეტს უკვე მიზანშეწონილად მიაჩნია ამ კანონპროექტზე მსჯელობა. მე ერთადერთი რაც მრჩება ამაზე სათქმელად ის არის, რომ ეს არის სიზმრების ამბავი. ერთი დასკვნიდან მეორემდე იყო მხოლოდ ძილი. მინდა შეგახსენოთ ისიც, რომ ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ვახტანგ ხმალაძე იქნებოდა პრინციპული პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს პრინციპულობა ძილში რაღაცნარიად იცვლება ხოლმე", - აღნიშნა ხაჩიძემ.