აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გია ბარამია თანამდებობიდან მიდის.
როგორც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვაზავამ დღეს განაცხადა, შესაბამისი განცხადებით ბარამიამ უმაღლეს საბჭოს უკვე მიმართა. "ნახევარი საათის წინ შემოვიდა გია ბარამიას განცხადება, რომელშიც წერს, რომ სხვა სამუშაოზე გადასვლასთან დაკავშირებით გაგვათავისუფლოთო. ალბათ, ამ ადამიანს გადაწყვეტილი აქვს, თავისი თავი გამოსცადოს სხვა სამუშაოზე", - აღნიშნა გვაზავამ.
გია ბარამია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ თითქმის ოთხი წელია, მუშაობს.