"ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი რაბათის ციხის გადასარჩენად საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას აპირებს, - ამის შესახებ მერაბიშვილმა კულტურის სამინისტროში , რაბათის ციხესთან დაკავშირებით გამართული დისკუსიის დატოვების შემდეგ განაცხადა.
"აქ რომ მოვდიოდი, მეგონა საქმე იყო გაცილებით მარტივად, მაგრამ თურმე ყველაფერი მძიმედ ყოფილა. მომეჩვენა, რომ ვიყავი ინკვიზიციის სხდომაზე, მაგრამ მადლობა ღმერთს, 21-ე საუკუნეა. ვაპირებ, ჩემს მეგობრებთან ერთად, შევქმნა საზოგადოებრივი მოძრაობა რაბათის ციხის გადასარჩენად და არც ერთ მტკაველს რაბათში არ დავთმობ",- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.