საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე ფიქრობს, რომ "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტის მხრიდან ვეტო უნდა დაედოს.
როგორც ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის მცდელობა ახალი ხელისუფლების მხრიდან, რომ ხელში აიღოს სასამართლოზე კონტროლი.
"ამის უკან სხვა მოტივი რეალურად არ დგას. თუკი ადრე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ ჩვენი ხელისუფლება რაღაცნაირად ზეგავლენას ახდენდა სასამართლოზე; ყველა ის ბერკეტი, რომელიც შეიძლება ამისთვის გამოყენებული ყოფილიყო, არის უკვე დაკარგული ამჟამინდელი ხელისუფლების ხელში. ჩვენი მხრიდან ვერანაირი კონტროლი ვერ იქნება, მაგრამ ახალ ხელისუფლებას სურს, რომ ყველა ბერკეტი გამოიყენოს, რათა სასამართლოზე ზეწოლა მოახდინოს", - განაცხადა ბარამიძემ.
"საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს მესამე მოსმენით პარლამენტი ამ წუთებში განიხილავს.