როდის მოვესწრებით თანამდებობის პირებისგან დანაშაულის აღიარებას და გადადგომას, - კითხვას სვამს "ფეისბუქში" ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სალომე ზურაბიშვილი. ექს-მინისტრი საფრანგეთში მომხდარ შემთხვევას ეხმაურება და პარალელს საქართველოსთან ავლებს.
"მთელი საფრანგეთი შფოთავს იმის მერე, რაც გაიგო ჯერ ერთი ის, რომ ბიუჯეტის მინისტრმა შვეიცარიაში თანხები გადამალა საიდუმლო ანგარიშზე ... და კიდევ უფრო იმის გამო რომ იმავე მინისტრმა მოიტყუა და უარყოფს ამ ყველაფერს ...... ?????? გუშინ კი აღიარა დანაშაულიც და ტყუილიც .... როდის მოვესწრებით ... არა ტყუილს, რასაც მივეჩვიეთ .... არამედ
აღიარებას და გადადგომას", - წერს ზურაბიშვილი.
საფრანგეთის ბიუჯეტის ყოფილმა მინისტრმა ჯერომ კაჰიუზაკმა, რომელიც ორი კვირის წინ გადასახადებისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს, აღიარა, რომ შვეიცარიის ბანკში საიდუმლო ფონდს მალავდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.