სამცხე–ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული პოლიციის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, სოფელ ახალდაბაში მცხოვრები, 1969 წელს დაბადებული ჯუმბერ ა. ხე–ტყის უკანონო ჭრისა და დამზადების ფაქტზე დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის სატვირთო ავტომანქანიდან 14 კუბური მეტრი დამუშავებული ხის მასალა ამოიღეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულს უკანონოდ მოჭრილი ხე–ტყე ხაშურში სარეალიზაციოდ გადაჰქონდა.
გამოძიება სსსკ–ის 303–ე მუხლის (ხე–ბუჩქნარის უკანონოდ გაჩეხვა) 1–ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.