საქართველოს პრეზიდენტი პატიმრებს სააღდგომოდაც შეიწყალებს. შეწყალების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე სხდომას 27 ან 28 აპრილს მოიწვევს.
როგორც თევდორაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, შეწყალების თხოვნით პრეზიდენტის სახელზე რამდენიმე ასეული განცხადება უკვე შევიდა, თუმცა, მისივე თქმით, ამ ეტაპზე წინასწარ ვერ იტყვის, მათგან რამდენი გავა კომისიის სხდომაზე და რამდენ პატიმარს მიეცემა დადებითი რეკომენდაცია.
"ჩვენ საქმეები გამოვითხოვეთ. სამწუხაროდ საქმეები ნელა მოდის, რაც გასაგებია, რადგან ამნისტიის გამო რაღაც პერიოდის განმავლობაში შეფერხდა. განცხადებები ახლა ნელ-ნელა შემოდის, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვიტყვი, კომისიის სხდომაზე რამდენი პატიმრის საქმე იქნება გატანილი", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ელენე თევდორაძემ.