მაუწყებლობის შესახებ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე შემდეგ სასესიო კვირაში გავა. როგორც "ინტერპრესნიუსს" კანონპროექტის ავტორმა, ელისო ჩაფიძემ განუცხადა , კანონპროექტი პარლამენტის წინაშე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონპროექტთან ერთად წარსდგება.
ამასთან, როგორც ჩაფიძე აცხადებს, კანონპროექტში ძირითად საკითხებთან მიმართებაში სავარაუდოდ ცვლილება არ განხორციელდება.