შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პირველ მოადგილედ გელა ხვედელიძე, მოადგილედ კი ვახტანგ გომელაური დაინიშნა.
საქართველოს მთავრობის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, აღნიშნულ თანამდებობებზე დანიშვნის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი 22 მარტს მოაწერა.
"დაინიშნოს გელა ხვედელიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ და გათავისუფლდეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან. დაინიშნოს ვახტანგ გომელაური საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ", - აღნიშნულია ბრძანებულებებში.