ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის შემცირება კომპანიების სადისტრიბუციო მარჟის ხარჯზე მოხდა. მისი თქმით, ტარიფის შემცირებისას გენერაციის ტარიფს არ შეხებიან.
"როდესაც ტარიფის შემცირებაზე დავიწყეთ მუშაობა, მოვიწვიე სპეციალისტები, მქონდა შეხვედრა მარეგულირებენ კომისიასთან. ამ პროცესებში ჩართული იყვნენ ექსპერტები. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეგვესრულებინა პირობა, რომელიც წინასაარჩევოდ გავეცით. მოვახერხეთ, რომ შეგვემცირებინა სადისტრიბუციო მარჟა. გენერაციის მარჟას რომ შევხებოდით, ქვეყანას ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის და ინვესტიციების კუთხით პრობლემა შეექმნებოდა. ტარიფის შემცირება სადისტრიბუციო მარჟის ხარჯზე მოხდა", - განაცხადა კალაძემ საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრისას