საწვავის ფასი და მასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" დაპირებები ენერგეტიკის მინისტრსა და უმცირესობის წევრებს შორის დებატების საგანი გახდა.
დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა კახა კალაძეს სთხოვა აეხსნა, არის თუ არა ენერგომაფიის ბრალი ის ფასი, რაც საწვავზე აქამდე იყო და დღესაც არის. დეპუტატმა მინისტრს მიმართა განემარტა, რატომ არ იკლებს ბენზინის საფასური ერთი ლარით და ახლა სად მიდის ეს თანხა.
ოპოზიციის საპასუხოდ კახა კალაძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი მოსახლესობას ბენზინზე ფასის არა 1 ლარით შემცირებას, ან მის განახევრებას, არამედ ზოგადად, ფასის დაწევას დაპირდა.
მინისტრის თქმით, დღეის მდგომარეობით, საწვავზე ფასი დაკლებულია - 10-15 თეთრის ოდენობით.
კალაძის ეს პასუხი არ გაიზიარეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, რომელთა თქმით, ბენზინზე ფასის განახევრების პირობა მოსახლესობას თავად პრემიერ-მინისტრმა, ეკა ბესელიამ და გუბაზ სანიკიძემ მისცეს.
ამასთან, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ამტკიცებს, რომ სადღეისოდ საწვავის ფასში არანიარი ცვლილება არ არის და მისი საფასური იგივეა, რაც არჩევნებამდე ჰქონდა. ამის დასტურად დეპუტატმა ზურამ ჯაფარიძემ საქსტატი და მის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დაასახელა.