ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახა კალაძე ადასტურებს, რომ "ენგურჰესი" საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუკი 2008 წელს მომზადებულ მემორანდუმს ხელი მოეწერებოდა, "ეს იქნებოდა ძალიან დიდი დანაშაული ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე".
როგორც მინისტრმა უმცირესობასთან შეხვედრისას განაცხადა, მუშაობს, რომ "ენგურჰესთან" დაკავშირებით მომზადებული დოკუმენტის განსაჯაროება მოხერხდეს.
"როდესაც ეს დოკუმენტი ვნახე, რაზეც წლების განმავლობაში იყო საუბარი, რომ "ენგურპესი" გასხვისდა, ნამდვილად გასხვისებული არ არის და ამ დოკუმენტზე ხელი მოწერილი არ არის, მაგრამ თუკი მემორანდუმს ხელი მოეწერებოდა, ეს იქნებოდა ძალიან დიდი დანაშაული ქვეყნისა და მოსახლეობის წინაშე. მე ჯერ კიდევ არა მაქვს ამ დოკუმენტის განსაჯაროების უფლება, მაგრამ ვიმუშავებ, რომ დოკუმენტის გასაჯაროება მოვახერხოთ, რათა მოსახლეობამ იცოდეს, რაზე მიდიოდა საუბარი და რა იყო თემა" , - განაცხადა კალაძემ უმცირესობასთან შეხვედრისას.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა სთხოვა, რომ დადასტურებით დაესრულებინა "ლეგენდა" იმის შესახებ, რომ "ენგურჰესი" გაყიდული იყო.