პარლამენტის შენობის სარემონტო სამუშაოებს შპს "ორნამენტი" განახორციელებს, ხოლო დარბაზების რეკონსტრუქციაზე ტენდერი ცხადდება.
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, სატენდერო კომიამ "ორნამენტი" 21 კომპანიას შორის გამოარჩია.
"საქართველოს პარლამენტის აპარატმა ამა წლის იანვარში გამოაცხადა ტენდერი თბილისში, პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დაწყებაზე. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 21-მა ორგანიზაციამ. ამ 21 ორგანიზაციიდან სატენდერო კომისიამ გამარჯვებულად შპს "ორნამენტი" გამოავლინა. ამ კომპანიამ რამდენიმე დღეში უნდა დაიწყოს პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოები", - განაცხადა ძიძიგურმა.
მისივე თქმით, გამოცხადდა ტენდერი დარბაზების რეკონსტრუქციის თაობაზე.
"სატენდერო პირობები უკვე შედგენილია და ცხადდება ტენდერი დარბაზების რეკონსტრუქციის საკითხზე. მინდა მოვუწოდო ყველას, რომ მიიღონ მონაწილეობა ტენდერში. ტენდერის შესყიდვის ღირებულებაა 5 მილიონი ლარი", - აღნიშნა ზვიად ძიძიგურმა.