მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ვეტერანთა დეპარტამენტის საკითხს განიხილავენ, - ამის შესახებ სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტების შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, ეს დეპარტამენტი თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია. იყო მსჯელობა შეიქმანას უწყებათაშორისი კომისია და ასევე გაკეთდა ანალიზი, თუ სად ჯობია მომავალში ამ დეპარტამენტის არსებობა.
"დღეს იქნება ამ საკითხის განხილვა მთავრობის სხდომაზე, ასევე მსჯელობა იქნება, რომ ვეტერანთა საქმეების დეპარტამენტის მნიშვნელობა იერარქიულად გაიზარდოს და შესაძლებობა იყოს იმისათვის, რომ ამ მნიშვნელოვან საქმეზე უფრო მეტი იზრუნოს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.