შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად კარლო ც. და გიორგი კ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.
სამართალდამცველებმა დამნაშავეები ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე დააკავეს. მათი პირადი ჩხრეკისას 12 აბი „სუბოქსი" ამოიღეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ კარლო ც-ს და გიორგი კ-ს ნარკოტიკული საშუალება საბერძნეთიდან ამანათით, ტანსაცმელში დამალული გამოუგზავნეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.