თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და კიდევ რამდენიმე პირი გლდანის ციხიდან ე.წ მატროსოვის ციხეში დააბრუნეს .
როგორც "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების სამინისტროდან აცნობეს, N9 დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოები უკვე დასრულდა.
ბაჩო ახალაია და რამდენიმე პირი დახლოებით ორი კვირის წინ გლდანის N8 დაწესებულებაში გადაიყვანეს. მიზეზად ე.წ მატროსოვის ციხეში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასახელდა.