იუსტიციის სახლში პარლამენტის წევრები იკრიბებიან. "საერთო სასამართლოების შესახებ" საკანონმდებლო პაკეტზე პოზიციების შესაჯერებლად იუსტიციის სახლში უკვე მივიდნენ დეპუტატები ვახტანგ ხმალაძე, ირინა იმერლიშვილი. თინა ხიდაშელი, ზაქარია ქუცნაშვილი, შალვა შავგულიძე. იუსტიციის სახლში იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც.
რაც შეეხება საპარლამენტო უმცირესობას, მათი მხრიდან ჯერ არავინ გამოჩენილა.
დღევანდელი საუბრის მთავარი თემა იქნება, როგორი წესით აირჩიოს პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 6 წევრი, რომელთა დამტკიცებაც სწორედ პარლამენტის პრეროგიტავას წარმოადგენს.
ამასთან დაკავშირებით დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასა" და "ქართულ ოცნებას" შორის აზრთა სხვადასხვაობა საკითხის პრინციპში მდგომარეობს.
"ჩვენი მთავარი პრინციპია, სასამართლო და იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკური გავლენისგან გათავისუფლდეს და ჩამოყალიბდეს რეალურად აპოლიტიკურ ორგანოდ. "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა შეინარჩუნოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე გავლენა და ჰქონდეს ბერკეტები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრთა არჩევის პროცესში. სწორედ ამ პრინციპის შემადგენელი დეტალებია, რაზეც ახლა მიდის საუბარი", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ.
უმრავლესობის ლიდერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საკითხის საბოლოდ გადაწყვეტილებისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული ვენეციის კომისიის რეკომედაციები.