რამდენიმე საათში საქართველოს პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. ხვალ კი მიხეილ ყაველაშვილი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვა. ნიუ-იორკში არიან მინისტრებიც. შეხვედრებს მართავენ მაკა ბოჭორიშვილი და მიხეილ სარჯველაძე. საქართველოს პრეზიდენტი უკვე დაესწრო დონალდ ტრამპის მიღებას. ელჩის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილს კომუნიკაცია ჰქონდა შეერთებული შტატების პრეზიდენტთან.
„საქართველოს პრეზიდენტი მართავს ორმხრივ შეხვედრებს თავის კოლეგებთან - სახელმწიფოების მეთაურებთან. ეს შეხვედრები ემსახურება ორმხრივი ურთიერთობებისა და კავშირების გაღრმავებას, ასევე სამომავლო პერსპექტივებისა და თანამშრომლობის განვითარების თაობაზე საუბარს“, - განაცხადა საქართველოს ელჩმა აშშ-ში თამარ ტალიაშვილმა.