საჭიროების შემთხვევაში წითელას ვაქცინების დამატებითი რაოდენობა იქნება შესყიდული.
როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა, წითელაზე მართლაც საყურადღებო მდგომარეობაა, რადგან მომატებულია მისი შემთხვევები. მინისტრის განცხადებით, ამასთან დაკავშირებით სამუშაო გეგმა უკვე დამტკიცებულია.
"დღეს, დამატების სახით, მთავრობისგან ნებართვა ავიღეთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად შევისყიდოთ ვაქცინების დამატებითი რაოდენობა", - განაცხადა სერგეენკომ და აქვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინების დეფიციტი არ არის.