მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი გრიგოლ ვაშაძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. კულტურის ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ გია ხუხაშვილს უფლება არ ჰქონდა ის წერილი გამოექვეყნებინა, რომელიც მან რუსეთის კულტურის მინისტრს მიწერა.
კბილაშვილის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თუ შემოვა რაიმე ტიპის განცხადება, მოხდება მისი შესწავლა არის თუ არა დარღვეული სისხლის სამართლის კოდექსის მოთხოვნები და აუცილებლად მოხდება შესაბამისი დასკვნის გაცემა.