მთავრობის სხდომაზე დღეს სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვთა ზრუნვის პროგრამის 2013 წლის გეგმა დამტკიცდა , - ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, მათ შორის ერთ-ერთი ეს საკითხიც არის. მინისტრის განმარტებით, ამ პროგრამას 12 ძირითადი მიმართულება აქვს, რომელიც მოიცავს როგორც რეაბილიტაციას, ასევე სპეციალურ მკურნალობასა და სპეციალურ მოვლას.
სერგეენკოს განცახდებით, აღნიშნული პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 2 მილიონი ლარით გაიზრდა და წელს 17,5 მილიონი ლარი შეადგინა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, პრიორიტეტებში ასევე მოხდა ხელახლა გადახედვა და პროგრამის გეგმაში გათვალისწინებული იქნა დარგის ექსპერტების, სახალხო დამცველის და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია.